18
წლიანი მცდელობის შემდეგ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ოგანიზაციაში გაწევრიანდა – წერს ‘’ევრონიუსი".
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კანონი. მომდევნო 30 დღის განმავლობაში, მას შემდეგ,
რაც აღნიშნულ კანონს ზედა პალატა დაამტკიცებს და პრეზიდენტი პუტინი ხელს მოაწერს, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„თუმცა, ათასობით რუსი
ბიზნესმენი სიფრთხილით ეკიდება ამ ამბავს. ისინი მიიჩნევენ, რომ იმპორტზე დაბალი
გადასახადები მტკივნეულად აისახება მათ ბიზნესზე,“ – იუწყება უცხოური საინფორმაციო
სააგენტო „todayonline“.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების ძალისხმევით, რუსეთს ამ ქვეყანაში ადამინის უფლებების დარღვევისა და მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო სფეროში დავების გამო დიდი ხნის მანძილზე საშუალება არ ქონდა გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში. თუმცა 2011 წლის დეკემბერში შეთანხმების მიღწევა მოხდა.
რუსეთი 30 დღეში
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 156–ე სრულუფლებიანი წევრი გახდება.
internet.ge