GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში დღეს დასრულდება
08:59 12.07.2012
დღის სიახლეები

მე-9 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” დღეს დასრულდება.

კონფერენცია ბათუმში გუშინ, ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობენ: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები,  არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს. 

კონფერენციაზე ოთხი თემატური სესია მუშაობს:

I  სესიაზე-„დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა“ - განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის წარმატების მნიშვნელობა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევები, დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტის - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხი,  ასევე განიხილება მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და  სამოქალაქო საზოგადოების როლი.

II სესიაზე-„გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები“ - განიხილება  ევროპული ინტეგრაციის,  დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ძირითადი სადისკუსიო საკითხია ევროკავშირის როლი აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

III სესიაზე - „ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები“ - განიხილება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროკავშირში თანმიმდევრული ინტეგრაციის გზით ეკონომიკური მოდერნიზაციიის პერსპექტივები.  ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, როგორც ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმები  და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები.

IV სესიაზე- „ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი“-  განიხილება ერთა შორის თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კულტურა, განათლება და მეცნიერება; ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობა კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში; ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, როგორც ერებს შორის ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა1
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.2
ურაგანის მოლოდინში აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა3
ნანუკა ჟორჟოლიანი გაზეთ „ვერსიისთვის“ სასამართლოში ჩივილს აპირებს4
თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სასწავლებლის რექტორის საკითხს განიხილავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X