კუბლაშვილი: დიპლომატები პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით კანონპროექტს დადებითად აფასებენ
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ პავლე კულბაშვილის ინფორმაციით, დიპლომატები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტს დადებითად აფასებენ.
როგორც საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს
ინფორმაცია ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას
და ხარჯები აქვს მას.
“ჩვენი სტუმრებისთვის, ეს ნორმები უჩვეულო არ იყო. კანონპროექტთან დაკავშირებით, მათი მხრიდან გაკეთებული შეფასებები დადებითია“, – დასძინა მან.
internet.ge