საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრებ მოსახლეობას
შეხვდა. პრემიერმა ადგილობრივებთან ერთად ახალი პროგრამა განიხილა და მის
კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
„რაც ხელისუფლებაში
ვართ, სისტემატურად იქმნება სხვადასხვა სახის პრობლემა. ადრე ვაუჩერებს
ვარიგებდით, დიზელის, სასურსათო, დენის... ცალკე დავარიგეთ სასუქი. მაგრამ ჩვენ არ
ვიცით, ყოველდღიურად რა პრობლემა უჩნდება, რა ამოცანები უდგას ამა თუ იმ მომენტში
ოჯახს. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვცეთ 4-წლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი, რათა
ადამიანს სახლში ედოს ეს საბუთი, თუ სპეციალური ბარათი, რომლითაც გარკვეული
საქონლისა თუ მომსახურების შეძენა შეეძლება, იქნება ეს დენი, გაზი, სხვა
კომუნალური გადასახადი, მედიკამენტები და ა.შ.,“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი
1000 ლარიანი ვაუჩერებით, მოსახლეობას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯების
დაფარვა და სოფელში, სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო მასალის შეძენაც შეეძლება.
internet.ge