"ახალმა მემარჯვენეებმა" ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ქუთაისში გააპროტესტეს.
ქალაქის
ცენტრალურ
ბულვარში ახალგაზრდა
"ახალმა
მემარჯვებეებმა"
აქცია გამართეს და მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.
საპროტესტო
აქციაში მონაწილეობას "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ‘’მემარჯვენეების" ქუთაისის
მაჟორიტარობის
კანდიდატი
მამუკა მღვდელაძეც იღებდნენ.
როგორც
აქციის დასრულების შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა,
"ახალი
მემარჯვენეები" მონოპოლიების თემის მაქსიმალურად აქტუალიზაციას აპირებენ.
"ახალმა მემარჯვენეებმა" გასულ კვირას ფართომასშტაბიანი კამპანია წამოვიწყეთ, რომლის მიზანი ქვეყანაში საწვავის, ფარმაცევტულ, გადაზიდვების, სურსათის იმპორტის და სხვა
ბაზრებზე არსებული მონოპოლიების მოსპობაა. ამ აქციებით
ვაპირებთ თითოეული მოქალაქე ჩავრთოთ ამ პროცესში
და ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს მონოპოლიების შექმნა, მათი მფარველობა და ამით ხალხის ინტერესების დაზარალება. მსგავსი აქციები საქართველოს ყველა ქალაქში მოეწყობა,"-
განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე კი აცხადებს, რომ მონოპოლიების არსებობას თითოეული ქუთაისელი ძვირი წამლით, ძვირი საწვავით, ძვირი სურსათით გრძნობს.
"ქუთაისის შემოგარენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს ბიზნესი
არ ვითარდება, რადგან ვიღაც მონოპოლისტს ეს არ აწყობს. ამიტომ ეს თემა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ტოტალურ უმუშევრობასთან ჩვენს ქალაქში,"-
განაცხადა
მამუკა მღვდელაძემ.
internet.ge