GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკაში ჩასული რუსი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მაგნიტსკი ბანდიტი იყო
16:11 12.07.2012
დღის სიახლეები

რუსი პარლამენტარების დელეგაცია ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის მიზანია, დაარწმუნონ კოლეგა ამერიკელები, რომ იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში რუს ჩინოვნიკებს ბრალი არ მიუძღვით. მოსკოვს ამ „აგიტაციით“ სურს თავიდან აიცილოს სანქციები, რომლებიც კონგრესში მხარდაჭერილი ე.წ. მაგნიტსკის სიით არის გათვალისწინებული.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოთხმა წევრმა ვაშინგტონში ჩაიტანა დოსიე - როგორც ცნობებშია ნათქვამი, მაგნიტსკის საქმეზე აქამდე უცნობი დოკუმენტებით, - იუწყება „რადიო თავისუფლება“, რომლის კორესპონდენტებიც ამ დოკუმენტებს უკვე გაეცნენ.  

რუსი პარლამენტარების თქმით, დოსიეში თავმოყრილი დოკუმენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაგნიტსკის წამებისა და მისი გარდაცვალების არაობიექტურად გამოძიების შესახებ ბრალდებებს. ნათქვამია აგრეთვე, რომ მაგნიტსკი ბოროტმოქმედი იყო.

სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს ციხეში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც კორუფციაში დაადანაშაულა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეერთებული შტატების კონგრესი აპირებს, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც მაგნიტსკის სიკვდილთან კავშირის მქონე ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დარჩიაშვილი: ამერიკელი სენატორები საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერევიან1
დიმიტრი შაშკინი: არ მჯერა რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს2
ირაკლი ალასანია: მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებისთვის მოემზადება3
პატიმრებზე განხორციელებული ძალადობა ზუგდიდშიც დაგმეს4
ირაკლი ღარიბაშვილი: ხიდაშელმა არც საგარეო პოლიტიკა იცის და არც პიარი, მაგისთვის საქმის ჩაბარება შეცდომა იყო (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X