გაზის
შესახებ კონტრაქტში ცვლილებების სანაცვლოდ ვლადიმერ პუტინი ვიქტორ იანუკოვიჩისგან
იულია ტიმოშენკოს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას მოითხოვს. ამის შესახებ
გაზეთი „ეკონომიჩესკიე იზვესტია“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით
წერს.
მხარეები ვერ
ახერხებენ გაზის საკითხში კომპრომისის მიღწევას, რისკენაც უკრაინა ისწრაფვის. ამის
მიზეზი კი ვლადიმერ პუტინის ნეგატიური დამოკიდებულებაა იულია ტიმოშენკოს მიმართ
სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელმაც ექს-პრემიერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პუტინი
თვლის, რომ ეს უსაფუძვლო განაჩენია და აღიქვამს მას, როგორც მის (პუტინის) მიმართ
საყვედურს, რადგან სწორედ ის არის გარეული გაზის შესახებ შეთანხმებების
ხელმოწერაში, რის გამოც ტიმოშენკო გაასამართლეს - ციტირებს გამოცემა იანუკოვიჩის
კანცელარიიდან წყაროზე დაყრდნობით.
გაზეთი წერს,
რომ ტიმოშენკოსთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების პოზიციის შეცვლა ერთ-ერთი
მთავარი პირობაა, რომელსაც კრემლი აყენებს უკრაინასთან გაზის საკითხზე
მოლაპარაკებებში. შედეგად, უკრაინამ, შესაძლოა, გაზზე ფასის დაკლებას მიაღწიოს.
პუტინი და იანუკოვიჩი
ერთმანეთს დღეს, ყირიმში უნდა შეხვდნენ. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის
პრეზიდენტმა უკვე დაიგვიანა.
internet.ge