"საქართველოს გზის" თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა
ივანიშვილს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ
ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ივანიშვილს მხარს
უჭერს. თუმცა მისივე განცხადებით, კოალიციის მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატად არ
დასახელდება.
„ჩამოვედი დღეს, მაგრამ არა სამუდამოდ, აქ
ვარ იმიტომ რომ საქართველოში დუმილის დრო დამთავრდა. ვუჭერ მხარს ივანიშვილის
პოლიტიკას და მის არჩეულ კურსს. არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ ლობისტობას
საფრანგეთში გავუწევ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არჩევნებში
გამარჯვების შემთხვევაში ის მთავრობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.
internet.ge