GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
22:07 12.07.2012
დღის სიახლეები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განმარტებას აკეთებს 2012 წლის 5 ივლისს, გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" გასულ სიუჟეტზე, სადაც პარტიის ყოფილი კოორდინატორი, რუსუდან წიკლაური მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


"პირველ ყოვლისა, ვადასტურებთ, რომ პარტიის მიზანი არის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და ამ მიზნის მისაღწევად პარტია იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სწორედ ამგვარ საშუალებას წარმოადგენს მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოს გამოყენება პარტიის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ისეთი ლეგიტიმური მიზნისა, როგორიცაა სიუჟეტში ნახსენები, ე.წ. მხარდამჭერთა სიების შეგროვება.

ყველა თანამედროვე დემოკრატიაში საარჩევნო კამპანიისთვის სრულიად ლოგიკურ აქტივობას წარმოადგენს პარტიის მხარდაჭერის რესურსის გაზომვა და პრობლემური რაიონების იდენტიფიცირება. ზემოთქმული საქართველოს კანონმდებლობითაც ნებადართული საქმიანობაა და არ არის რაიმე შეზღუდვის ობიექტი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავს აქტივობებში, ცალკეულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით ჩართულნი არიან საჯარო მოხელეებიც, რაც არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. პარტია განუხრელად იცავს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლითაც საჯარო მოხელეები პარტიულ აქტივობებში მონაწილეობისას არ უნდა იყენებდნენ სამსახურეობრივ მდგომარეობას და აგიტაციაში არ მონაწილეობდნენ უშუალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში.

32-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი რუსუდან წიკლაური იყო ერთ-ერთი მოხალისეთაგანი, რომელიც ჩართული იყო პარტიის აქტივობებში. მისი პარტიული საქმიანობა არასდროს უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთანავე, იგი ამ სამუშაოს ასრულებდა როგორც მოხალისე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს და არასდროს არ აუღია ამისათვის გასამრჯელო.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა რუსუდან წიკლაურის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რის გამოც პარტიამ აღარ მიიჩნია საჭიროდ მისი, როგორც მოხალისის, შრომის გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის.  ბუნებრივია, ამას არ მოუხდენია არავითარი გავლენა მის სამსახურზე და რუსუდან წიკლაური დღემდე აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოს წევრად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პარტია ახორციელებს მოცულობით საქმიანობას მთელი წლის განმავლობაში და აქვს შესაბამისი ხარჯები. ყველა პარტიული ღონისძიებისა და აქტივობის დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ პარტიის ფონდიდან და ხარჯების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით დადგენილი წესით" - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა1
გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა2
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს3
ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე მაყურებელს ბოდიშს უხდის4
ხვალ, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X