მმართველი გუნდი გუშინ,
კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ, კახი კალაძეს აკისრებს.
საპარლამენტო უმრავლესობის
წევრის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, სააგიტაციო ან საინფორმაციო შეხვედრისას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პოლიტიკოსი იმ კონკრეტულ საკითხებზე ესაუბრება, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ კალაძე 50-მდე თავის კუნთმაგარ ზონდერთან ერთად კარალეთში მსგავსი ინციდენტის შესაქმნელად იმყოფებოდა.
მისი თქმით, ქვების სროლა იყო არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ კალაძის მეგობრების მხრიდანაც.
„კალაძემ და მისმა გუნდმა მომხდარზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, თავიანთ ქმედებებსა და კამპანიას გადახედონ, რაც მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ და სათანადო რეაგირებასაც მოახდენენ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წევრების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად კი, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.
internet.ge