კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის წევრს, კრისტიან ვიგენინის შეხვდა.
შეხვედრისას,
საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და წინასაარჩევნო პერიოდს შეეხო.
როგორც სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კრისტიან ვიგენინის განცხადებით, დღეს საქართველო საინტერესო პროცესში იმყოფება, რადგან გამოიკვეთა ძლიერი ოპოზიციური ძალა. მისივე თქმით, ევროპარლამენტი დეტალურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ბედით დაინტერესებისა და იმ პოზიციის გამო, რომელიც მას გააჩნია.
internet.ge