"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან
კალანდაძე, ჩოხატაურის რაიონის სოფლების ბუკნარისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა.
კალანდაძის განცხადებით, გურიის სოფლების უმეტესობა
მოსახლეობისგან იცლება.
მისივე
თქმით, გლეხებს მიწის დამუშავება უჭირთ, რადგან ტრაქტორისა და საწვავის ფასი
მაღალია.
„ამჟამად მოსახლეობის უდიდესი
ნაწილი თურქეთშია სეზონურ სამუშაოზე წასული, ვინც
აქ არის მიწას ვერ
ამუშავებს და მიწის დიდი
ფართობები დაუმუშავებელია. მართლაც,
რითი დაამუშაოს მიწა გლეხმა, როცა
არ ჰყავს ტრაქტორი და
თუ იშოვა ძვირი უჯდება
მისი მომსახურება, ცეცხლის ფასი აქვს
საწვავს, სასუქს. მისი პროდუქცია კონკურენციას
ვერ უწევს იაფფასიან თურქულ
და ირანულ პროდუქციას", - განაცხადა ლევან
კალანდაძემ.
internet.ge