ამერიკის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, მმართველი გუნდის საქმიანობას
დადებითად 11% აფასებს, ხოლო „ქართული
ოცნებისას“ – 8%.
NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, მედიის წარმომადგენლებს ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ლუის ნავარო ამ წუთებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აცნობს.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე - როგორ შეაფასებდით, ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას? – ძალიან
კარგად პატრიარქის
საქმიანობას 69% აფასებს, - ვანო მერაბიშვილისას - 12%, ბიძინა ივანიშვილისას ასევე 12%.
ამასთან,
კვლევებით, ძალიან კარგად გიგი უგულვას
საქმიანობას 8% აფასებს, დავით ბაქრაძისას - 5%, გიორგი თარგამაძისას -
3% და ასევე დიმიტრი შაშკინის საქმიანობაც 3%-ით
ფასდება.
შეგახსენებთ,
რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 6,299 რესპონდენტი, პირისპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.
Internet.ge