მოსახლეობის უმრავლესობას მომავალ პრეზიდენტად კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს
ამერიკის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 22% საქართველოს მომავალ პრეზიდენტად კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს.
NDI-იმ გამოკითხვის შედეგები დღეს, მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო.
კითხვაზე - „ვის ისურვებდით ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად?“, - 22% აცხადებს, რომ მას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს, 25% ამბობს, რომ პასუხი არ აქვს, ხოლო 20%-ს
მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის ხილვა უნდა.
რაც შეეხება უშაულოდ ლიდერებს, კვლევებით, გამოკითხულთა 6%-ს საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად კვლავ მიხეილ სააკაშვილი სურს, 2%-ს გიორგი თარგამაძე, 3%-ს
კი, სხვა კანდიდატი.
შეგახსენებთ,
რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 6,299 რესპონდენტი, პირისპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.
Internet.ge