მმართველი
გუნდის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, NDI –ს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის კვალიფიციური და კომპეტენტურია.
როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, მმართველი პარტია საკუთარი ამომრჩევლის
მადლობელია,
რადგან მათი მაღალი მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენი ამომრჩველის
მადლობლები
ვართ,
რადგან ძალიან
მაღალი მხარდაჭერა გვაქვს ამ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ ჩვენი კამპანია არ დაგვიწყია. კვლევა უჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად უნდა კონცენტრირდეს იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის - დასაქმებაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და სოფლის განვითარებაზე“, - დასძინა მან.
Internet.ge