ამერიკის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას საქართველოს მოსახლეობის 75% მიიღებდა,
შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს 25% აცხადებს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას თბილისში - გამოკითხულთა
75% მიიღებდა. კერძოდ, ისანში - 79%, სამგორში - 75%, საბურთალოში - 80%, ნაძალადევში - 78%, ხოლო
გლდანში
- 70%.
რაც შეეხება ქალაქებს,
კვლევის
მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეების
66% აპირებს, რუსთავში - 65%, ბათუმში - 58%, ხოლო
ფოთში
- 74%.
ამასთან,
კვლევებით, თელავის ოლქში არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულთა 69%, გორის ოლქში -59%, ზუგდიდის ოლქში - 70%, ქობულეთის ოლქში - 48%, სხვა ქალაქებში -
74%, ხოლო სოფლებში 82%.
Internet.ge