კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, არჩევნებში
მონაწილე პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, მიესალმება.
ივანიშილის პრესსპიკერის განცხადებით, მისასალმებელია ნებისმიერი
ინიციატივა, მთავარია ამაზე პარტიების შეთანხება მოხდეს და ყურადღება მიექცეს,
იმას თუ როგორ იქნება კოდექსი დაცული.
მისი თქმით, აღნიშნული კოდექსი, შემუშავებულია არა “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის”, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
პრესსპიკერმა ასევე გაამხოვანა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
კოალიციის ლიდერები აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდნენ.
კოალიცია მიესალმება თანამშრომლობას, თუმცა ფანჯიკიძის განცხადებით,
უფრო ღრმა თანამშრომლობა აუდიტის სამსახურსა და კოალიციას შორის მას შემედეგ
შედგება, რაც მოგელაძე და მისი უწყება კოალიციასთან ნდობის აღდგენას შეძლებს.
Internet.ge