NDI-ის კვლევების მიხედვით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან და გაერთიანებებთან შედარებით,
უკეთესად შეძლებს: ნატოში გაწევრიანებას, განათლების, ჯანდაცვის, დემოკრატიის
განვითარების, დასაქმების, სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას.
ამავე კვლევის მიხედვით, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს
ტერიტორიული მთლიანობისა და გადასახადების საკითხის მოგვარებას.
აღნიშნული პრობლემების მოგვარების კუთხით, მეორე ადგილზეა „ქართული
ოცნება“. გამოკითხულთა 15%-ს მიაჩნია, რომ გაერთიანება ნატოში გაწევრიანების
საკითხის მოგვარებას შეძლებს, დემოკრატიის განვითარებისა და განათლების საკითხების
მოგვარებას კი, 19% უჭერს მხარს.
კვლევებით დგინდება, რომ გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან
ურთიერთობის მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, 22%-ის აზრით, ამ პრობლემას
„ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს, „ქრისტიან-დემოკრატებს“ კი, მხარს 2% უჭერს.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან 22
ივნისის პერიოდში ჩატარდა, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 6,299
რესპონდენტი, პირისპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის
სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)
ატარებს.
Internet.ge