მმართველი გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით,
საპარლამენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.
როგორც
ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიასა და აქტიურ შეხვედრებს დაიწებს.
„თარიღის გამოცხადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ ეს დღე შორს არ არის. დღეებია დარჩენილი, სანამ არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამბობს
კანონმდებელი.
internet.ge