მიხეილ სააკაშვილი: ყველა პენსიონერს ვპირდები, რომ არც ერთ საპენსიო განყოფილებაში რიგში არ ჩადგება
საქართველოს
პრეზიდენტი ბათუმში დღეს, "ლიბერთი ბანკის" ფილიალში პირადად
აკვირდებოდა სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს.
დიდი
რიგების გამო, მიხეილ სააკაშვილმა
ბანკის ხელმძღვანელობას პროცესის მოწესრიგება მოსთხოვა,
ხოლო პენსიონერებს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე
ესაუბრა.
მისი
თქმით, სადაზღვევო პოლისების მეშვეობით, 1-ელი სექტემბრიდან,
დამატებით, მილიონზე მეტი ადამიანი
შეძლებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, ამბულატორიულ მკურნალობას, გეგმიური და გადაუდებელი
ოპერაციების გაკეთებას და სხვა
ჰოსპიტალური მომსახურების მიღებას.
„ყველა პენსიონერს ვპირდები
საქართველოში, რომ არც ერთ საპენსიო განყოფილებაში რიგში არ ჩადგება. ეს პენსია
ისედაც ნაკლებია ვიდრე გეკუთვნით და კიდევ ამხელა რიგებში დგომა არასამართლიანია.
მომავალში ყველას გაზრდილი პენსია გექნებათ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ამჟამად, სახელმწიფო დაზღვევით საქართველოს 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს.
internet.ge