ოპოზიციონერი
დეპუტატი გურამ ჩახვაძე სამეურნეო დანაშაულებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ლიბერალიზაციას ითხოვს.
როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე ჩახვაძემ განაცხადა, თავისუფალ ბიზნესს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი ნორმები მძიმე დარტყმას აყენებს.
„საჭიროა სამეწარმეო დანაშაულებებს მიკუთვნებული მუხლები გადაიხედოს და მათი ლიბელარიზაცია მოხდეს, რაშიც შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და მეწარმეების ჩართვა აუცილებელია. მომავალ პარლამენტში, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობა და ბიზნესის სახელმწიფო წნეხისგან განთავისუფლება იქნება“,
- აცხადებს დეპუტატი.
internet.ge