რომში, სტრატეგიული გადაწყვეტილების კვლევის ცენტრის ორგანიზებით, 16-18 ივლისს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის
მისაღებად ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე გაემგზავრა.
კონფერენცია იტალიის პრეზიდენტის ჯორჯიო ნაპოლიტანოსა და იტალიის თავდაცვის მინისტრის ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას პატრონაჟით
ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით მიწვეული მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები.
იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები მონტენეგროს თავდაცვის მინისტრთან,
ნატო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან,
იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრსა და იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან.
internet.ge