პრეზიდენტის
პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი ილია
მეორის პოზიციას, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მიესალმება და იზიარებს.
ამის შესახებ განცხადება, მანჯგალაძემ დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, უზრუნველყოს არჩევნების ღირსეულად ჩატარება.
მანჯგალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა და რომლითაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საარჩევნო კამპანიის
პერიოდში თანაბარ პირობებს სთავაზობს.
„მოხარულები ვართ, რომ პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, შეუერთდეს დეკლარაციას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
Internet.ge