პრეზიდენტის
პრესსპიკერის მანანა
მანჯგალაძის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
როგორც დღეს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ განაცხადა, გუშინ, პრეზიდენტმა საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, ხელი მოაწერა.
მანჯგალაძის განმარტებით, აღნიშნული კანონი ძალაში, პრეზიდენტის მიერ არჩევნების გამოცხადების დღიდან შევა.
Internet.ge