საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, შატილს ესტუმრა.
ქვეყნის პირველმა პირმა, შუა საუკუნეების კომპლექსი დაათვალიერა,
რომელიც 35 ციხე-კოშკისგან შედგება.
პრეზიდენტმა კომპლექსის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და აღდგენითი
სამუშაოების პროექტით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის გამო შატილის კომპლექსის სამხრეთ
ფასადი ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, 7-მეტრიანი კედელი მთლიანად ჩამოინგრა.
ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება. კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაცია უკვე
შედგენილია და თანხები გამოყოფილია.
Internet.ge