GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
17:30 17.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში, 2012 წლის 3 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, „ასურეთობის“ დღესასწაულზე მოწყობილ საზეიმო სუფრასთან დაკავშირებული გარემოებები შეისწავლა.

 

შესწავლის შედეგად რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღესასწაულის ორგანიზებისა და მატერიალური მხარდაჭერის ფაქტი ვერ დადასტურდა. როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მოპოვებული ინფორმაცია არ იძლევა გონივრული რწმუნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევას.

 

„ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეთრიწყაროს რაიონიდან - დავით ბეჟუაშვილმა, 2012 წლის 3 ივლისს, ამავე რაიონის სოფელ ასურეთის სამების ეკლესიის ეზოში, „ასურეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საკუთარი სახსრებით მოაწყო საზეიმო სუფრა, სადაც მიპატიჟებული ჰყავდა სოფლის მოსახლეობა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ „ასურეთობის“, იგივე წმინდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაული სოფელ ასურეთში 2003 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული აღინიშნება მასშტაბურად, რა დროსაც ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის, მრევლისა და სოფლის მოსახლეობის სახსრებით ეწყობა საზეიმო ტრაპეზი, რომელსაც ესწრებიან მოწვეული სტუმრებიც“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რკინიგზის დეპარტამენტში ადმინისტრაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
კუბაში ტროპიკულ შტორმს - "სენდის" ელოდებიან3
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა4
მიხეილ სააკაშვილი მზად არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ თანამდებობიდან გადადგეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X