GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
18:14 17.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი იმყოფება. ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, წვრთნებსა და სამხედრო დოქტრინების განვითარებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიაში.

გენერალ-ლეიტენანტმა მარკ ჰერტლინგმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო. დღესვე, ამერიკელმა გენერალმა შეხვედრები გამართა მინისტრის მოადგილესთან მაია სიფრაშვილი-ლისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსთან გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძესთან და გაერთიანებული შტაბის სხვა მაღალჩინოსნებთან. ვიზიტის ფარგლებში იგი აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრისა (JMRC) და საქართველოში კუბიკის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) მიერ ქართველი სამხედროებისათვის ორგანიზებულ სემინარს დაესწრო.

გენერალ-ლეიტენანტი ჰერტლინგი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს1
თეა წულუკიანი: გვექნება პრინციპი: „ყველა ყველას აკონტროლებს"2
მოსკოვში ქართველები დააკავეს3
ნასას მორიგი ვიდეოს „გმირი“ დედამიწა გახდა (VIDEO)4
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X