უკრაინას სურს, სქართველო და რუსეთი შეარიგოს. ამის შესახებ კიევში
გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის
დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ვოლოშინმა განაცხადა. მისი თმით, საქართველო-რუსეთის
დაახლოების მთავარი არენა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია
შეიძლება გახდეს.
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას უკრაინისთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს. ეს ორგანიზაცია ბოლო წლებში საკმარისი აქტიურობის
დემონსტრირებას ახდენს, რომელსაც მისგან არ ელოდნენ. ახლა არის მცდელობა ამ
ორგანიზაციის მუშაობის სრული მასშტაბით აღდგენისა,“ - განაცხადა ვოლოშინმა და
დასძინა, რომ სწორედ ამ ფორმატში შეიძლება მოინახოს საქართველოსა და რუსეთს შორის
ურთიერთობის განახლების გზები და დარეგულირდეს პრობლემური საკითხები.
ვოლოშინის თმით, საქართველო და რუსეთი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები
არიან და ამიტომაც სასურველია, რომ ამ რეგიონში მშვიდობა იყოს.
Internet.ge