შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის
ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, ის მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი
ურთიერთოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
ამასთან, უკვე ცნობილის შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა, ამ პოსტს მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე ჩაიბარებს,
შეგახსენებთ, შოთა უტიაშვილმა შინაგან
საქმეთა სამინისტროში თანამდებობა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, 4 ივლისს დატოვა.
Internet.ge