GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯონ ბასი: საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყნად იქცა
13:17 24.03.2012
დღის სიახლეები
საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 20 წლისთავს ეხმურება.

ამასთან დაკავშირებით, საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ელჩის შეფასებით, 20 წლის განმავლობაში, საქართველო ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გლობალურ კონტრიბუტორად და რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყნად იქცა.

„1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. დღეს ჩვენი ქვეყნები პარტნიორობის 20 წლისთავს აღნიშნავენ. როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, „საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია." ელჩი ბასის სიტყვით, „ამერიკელები ამაყნი ვართ იმ მოკრძალებული წვლილით, რომელიც ჩვენმა ხალხმა საქართველოს განვითარების საქმეში შეიტანა". განვლილი ოცი წლის განმავლობაში აშშ-ის მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში. აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით 5,000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. 20 წლის განმავლობაში, აშშ-მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა. ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა: მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულში, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აშშ განუზომლად მადლიერია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის. აშშ მადლიერია ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისათვის, იმ ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ავღანეთის ყველაზე სახიფათო კუთხეში მსახურობენ",- ნათქვამია განცხადებაში.

ბასის განცხადებით, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ორი ქყვენის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

„დღეს ვსვამთ თქვენი, ქართველი მეომრების სადღეგრძელოს თქვენი ღვაწლის დასაფასებლად და ვსვამთ ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის სადღეგრძელოს. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. საქართველოსა დ ამერიკის მეგობრობას გაუმარჯოს!",- განაცხადა ბასმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს1
მაია მიმინოშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ძველი წესით ჩატარდება2
დასუფთავების გადასახადი განახევრდა3
ტანმოვარჯიშემ საბედისწერო ნახტომი შეასრულა (VIDEO)4
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არავის დამარცხება არ გვინდოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X