GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა „ხელშეკრულებას საქართველოსთან“ ხელი მოაწერეს
17:04 18.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „ხელშეკრულებას საქართველოსთან“, ხელი მოაწერეს. დოკუმენტში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომავალი ოთხი წლის მანძილზე სამუშაო პროგრამაა წარმოდგენილი.

აღნიშნული დოკუმენტი, მოძრაობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს ხალხთან ერთად დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, შენდება ახალი საქართველო. მაგრამ ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ უჭირს, ბევრია უმუშევარი. ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით მეტი სიკეთე უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება მეტი სარგებელი ხალხს.

მიზნის მისაღწევად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო. დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი. სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში.

ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას, სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა. ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი. ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

გაორმაგდება სოფლის მეურნეობა. ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა. გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო. მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა. სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს. მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია.

სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული.

ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს. ოჯახები თავად გადაწყვიტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვარონ. ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა. მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.

ამ ხელშეკრულებით "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს - მეტი სარგებელი ხალხს“. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა „ხელშეკრულებას საქართველოსთან“ ხელი მოაწერეს1
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა2
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.3
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X