მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს
დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში, ISAF -ის მისიაში წარმატებით მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
პრეზიდენტმა თურქეთის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური თნამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა რომ საქართველო და თურქეთის ურთიერთობები სამაგალითოა.
Internet.ge