დღეს,
ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე
მხარეებმა
სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში, ISAF -ის მისიაში წარმატებით მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
პრეზიდენტმა თურქეთის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური
თნამსრომლობისთვის
მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა რომ საქართველო და თურქეთის ურთიერთობებია სამაგალითოა.
"თურქეთთან ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის,
თავდაცვის
სფეროში. თქვენ იცით, რომ 2014 წელი გამოცხადდა ნატოს გაფართოების წელიწადად და საქართველოს უკვე გაუჩნდა რეალისტური შანსი ნატოში გაწევრიანების, რაც არის
ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტი. თურქეთი არის ერთ-ერთი
მთავარი მხარდამჭერი ჩვენი ნატოში გაწევრიანების პროცესში, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ. ეს არის
ისტორიული
შანსი საქართველოსთვის,
რეგიონისთვის,
ჩვენი კეთილმეზობლობისთვის,
რომ საქართველო იყოს დაცული ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და ჩვენ თვითონ ვიყოთ მისი სრულუფლებიანი მონაწილე. ბოლო ხანებში ეს გახდა უფრო რეალისტური, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასევე ჩვენ მადლობელი ვართ იმისა, რომ ყველაზე რთულ წლებში, მათ შორის 2008 წლის შემდეგ თურქეთთან არც-ერთ სფეროში არ შეგვიწყვეტია თანამშრომლობა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, ეს იყო თურქეთის მხრიდან რეალური მხარდაჭერის, მეგობრობის, კეთილმეზობლობის
გამოხატულება.
ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“-განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge