GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ისმეთ ილმაზი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველო ნატოს წევრი რომ გახდეს
21:00 18.07.2012
დღის სიახლეები

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზიმ, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში სრული მხარდაჭერა  გამოთქვა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში უსაფრთხოების გარანტია.

“ჩიკაგოს სამიტზე თურქეთმა ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის გავუწევთ მხარდაჭერას. ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამ პოზიციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე ვაფიქსირებთ. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ რომ ამ სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს,“ - განაცხადა ისმეთ ილმაზიმ, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებით გამოყო ის ერთობლივი პროექტები რომელსაც ქყეყნები წარმატებით ახორციელებენ.

მისივე თქმით, ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენება და ქვეყნებს შორის უპასპორტო მიმოსვლა იმის ნათელი მაჩვენებლია თუ როგორი ურთიერთნდობა არსებობს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის.

შეხვდერაზე სტუმარს საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გატარებული რეფორმებიც გააცნო.

ისმეთ ილმაზიმ იუსტიციის სახლი და ის ციფრული მომსახურების სერვისები დაათვალიერა, რომელიც იუსტიციისა და საჯარო სექტორებში განხორციელებული რეფორმების შედეგად ამოქმედდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ექსპერტები ამტკიცებენ რომ ადამიანებს მუტაცია ემუქრებათ1
სახალხო დამცველი: ამ დროისათვის ყველა მონახულებულ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა2
საქართველო შესარჩევ ეტაპს ბელორუსით იწყებს3
ბაღათურია ბაქრაძეს მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს4
ისმეთ ილმაზი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველო ნატოს წევრი რომ გახდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X