GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მთავრობა თელავში სტიქიისგან მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებს
10:46 19.07.2012
დღის სიახლეები

კახეთში მომხდარი სტიქიის გამო, საქართველოს მთავრობის სხდომა დღეს, თელავში გაიმართება.

ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს პრემიერ-მინისტრის აპარატში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, თელავში, მთავრობის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დღეს, მთავრობის სხდომა 11:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ კახეთში მოსული სეტყვის გამო, სხდომა გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა გვიან ღამით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონი დააზრალა.

სტიქიის შედეგად დაზარალდა - თელავი, გურჯაანი  ლაგოდეხი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება თელავშია, სადაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და მოსახლეობის უმეტესობა ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. სტიქიის შედეგად, დატბორილია სახლების პირველი სართულები, ხეხილის ბაღები,  ნარგევები, დახოცილია ფრინველი და ცხოველი და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

კახეთის დაზარალებულ რეგიონებში წაქცეულია ხეები, რის გამოც, გზები ჩაიკეტა. ამ დროისთვის კი, რეგიონში მობიზილებულია შესაბამისი სამსახურები, იწმინდება გზები  და დაითვლება სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებული ზარალი.

ამასთან, ძლიერმა სეტყვამ ახალციხე, ასპინძა და ვალეც დააზარალა. გვიან ღამით მოსულმა ნალექმა, რეგიონში საცხორებელი სახლების სახურავები და ავტომობილები დააზარალა. ასევე განადგურებულია ნარგავები. სეტყვის შედეგად ჩაიკეტა ახალციხის მაგისტრალი, რის შედეგადაც გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. ადგილზე,  მთელი ღამის განმავლობაში, სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. ახალციხის რეგიონთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნათელაშვილი: საქართველოს დეოკუპაციის გზა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გადის1
თავდამსხმელებმა მანანა შენგელია წამებით მოკლეს2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
ნაცისტების მიერ ტიბეტში ნაპოვნი ქანდაკება მეტეორიტისგან დამზადებული აღმოჩნდა4
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა სხდომებს Skype-ით არ ჩაატარებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X