"ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, დედაქალაქისა და რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კოალიციის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს- ზაზა
პაპუაშვილი იყრის, ვაკის
რაიონში -შალვა შავგულიძე, საბურთალოს რაიონში- დავით
უსუფაშვილი, კრწანისის რაიონში- შოთა
ხაბარელი, ისანში- ნუკრი
ქანთარია, სამგორში -ზურაბ
აბაშიძე, ჩუღურეთში- ვიქტორ
დოლიძე, დიდუბეში- ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევში -თეა წულუკიანი, გლდანში კი, სოსო ჯაჭვლიანი.
ამასთან, ივანიშვილმა
დღეს, რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.
კერძოდ, ამბროლაურის რაიონში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დავით დარახველიძე, წალენჯიხაში- გიორგი ნაჭყებია, მარტვილში -მურთაზ
ხურცილავა, ხონში- ნიკა
სანოძე, ჭიათურაში -მალხაზ
წერეთელი ხოლო საგარეჯოს რაიონში თინა ხიდაშელი.
Internet.ge