„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
მტკიცებით, კობა დავითაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერ იქნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,
ივანიშვილმა განაცხადა, დავითაშვილი „ქართულ ოცნებაში“ საქმიანობს და ის კოალიციის საერთო
სიაში აუცილებლად იქნება.
„დავითაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ის მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ იქნება“, - დასძინა
მან.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები დავით საგანელიძე, დავით და ლევან
ბერძენიშვილები, კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი, სოზარ
სუბარი, გია ცაგარეიშვილი, გოგი თოფაძე, დავით
ზურაბიშვილი
და მაია ფანჯიკიძე
საქმიანობას კოალიცის შტაბში გააგრძელებენ. თუმცა, მათ სიაში დავითაშვილი ვერ მოხვდა.
Internet.ge