„ახალმა მემარჯვენეებმა“ აჭარის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
პარტიის
გადაწყვეტილებით, ბათუმში „ახლების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
- ჯუმბერ მიქელაძე
იქნება, ხელვაჩაურში - თემურ ქიძინიძე, ქობულეთში - ხათუნა კახაძე, ქედაში - გელა გორგილაძე, ხულოში - დავით თავართქილაძე, ხოლო შუახევში - იოსებ დავითიძე.
დავით გამყრელიძის
შეფასებით, პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც „ახლების“
რაიონულ
ორგანიზაციებს
ხელმძღვანელობენ.
Internet.ge