საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში პარლამენტის
რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც დღეს, პრეზიდენტმა კახეთში, საგანგებო თათბირზე განაცხადა, უნდა
მოხდეს, ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და ხალხის დასახმარებლად ფულის დამატება.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ყველა სტიქიისგან დაზარალებული სოფელი
აღდგება და რაც დაინგრა ყველაფერი ახლიდან აშენდება.
„თელავში წყლის პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ზიანი უნდა განეიტრალდეს,
კომუნიკაციები აღდგეს, გარეთ არავინ დაგვჩეს და დიდი აღმშენებლობა და აღორძინება
უნდა დაიწყოს. ახლა რაც დაინგრა ყველაფერი უნდა აშენდეს და ბოლომდე უნდა მივიყვანთ
ეს საქმე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ვისაც მოსავალი გაუნადგურდა, ყველას ზარალი უნდა აუნაზღაურდეს.
„სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსად უნდა დაგვრჩეს გაუკეთებელი
გზები და ხალხისთვის ეს ადგილები ბევრად უფრო კომფორტული უნდა გახდეს. აქაურობა ნაომარს
გავს და ეს უნდა გამოვასწოროთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge