პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში,
დაზიანებული სახლების სახურავებისა და გზების აღდგენა ერთ კვირაში მოხდება.
მთავრობის ხელმძღვანელი დღეს, კახეთის რეგიონს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებს სტუმრობს.
მერაბიშვილის მოსაზრებით, პირველ ეტაპზე მთავარია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მიექცეს ყურადღება.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას უნდა მივხედოთ და გადავარჩინოთ, რომ მომავალ წელს რაღაც
მოსავალი მივიღოთ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, კახეთში აღდგენით სამუშაობს ვანო
მერაბიშვილი უხელმძღვანელებს.
Internet.ge