„ქრისტიან-დემოკრატებმა“ რვა მობილური ჯგუფი შექმნეს, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ და დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.
ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქდმ-ის ლიდერები კახეთში გაემგზავრებნენ,
სადაც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენენ.
„სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გამო, ვწუხვარ. მთელი ჩვენი ძალები ამჟამად კახეთშია მობილიზებული და ჩვენს დაგეგმილ შეხვედრებს ვწვეტთ. ჩვენი ოთხი მობილური ჯგუფი განლაგებულია თელავში, ორი ლაგოდეხსა და ორიც გურჯაანში“,
- აცხადებს თარგამაძე.
Internet.ge