პარლამენტის
აპარატის უფროსის, დავით ჯანიაშვილის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე
სხდომის ჩატარებას ხელი არ შეეშლება.
როგორც
ჟურნალისტებს ჯანიაშვილმა განუცხადა, აპარატის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან პირადი ნივთები და ყვავილების ქოთნები წაიღეს.
„არ
მგონია, რომ ყვავილების ქოთანზე სხდომის ჩატარება
იყოს
დამოკიდებული“, - აცხადებს ჯანიაშვილი.
ამასთან,
ჯანიაშვილმა აპარატურასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ახალ პარლამენტში კომპიუტერების ნაწილი ახალი იქნება, ნაწილი კი ძველი.
Internet.ge