"ახალმა მემარჯვენეებმა" ბათუმში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.
აქციაში მონაწილეობას "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია და მემარჯვენეების აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იღებდნენ. მათ ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს და გაესაუბრნენ.
“ამ აქციებით ვაპირებთ ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს მონოპოლიების შექმნა, მათი მფარველობა და ამით ხალხის ინტერესების დაზარალება. მონოპოლიები ანგრევს ეკონომიკას, ხელს უშლის სამუშაო ადგილების შექმნას, უძვირებს ცხოვრებას ხალხს,"- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
Internet.ge