პარლამენტის
თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საშემოდგომო სესია დიდი ალბათობით არ ჩატარდება.
როგორც დღეს, გამართულ ბრიფინგზე ბაქრაძემ
განაცხადა, არჩევნები
ოქტომბრის
პირველ
ნახევარში, რომ
დაინიშნოს,
რეგლამენტიდან
გამომდინარე,
საშემოდგომო
სესიის სხდომები აღარ გაიმართება.
ბაქრაძის განმარტებით, პარლამენტის აპარტის თანამშრომლებს საკუთარ მაგიდაზე ექნებათ თუ არა ოჯახის წევრების ფოტოები, ეს არ მოქმედებს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობაზე.
„ახლა პარლამენტი გადასვლის პროცესშია, რათა ოქტომბრიდან ახალმა პარლამენტმა მუშაობა ქუთაისში დაიწყოს. გადასვლა კი,
მხოლოდ
ახალ კაბინეტებში დეპუტატების შესვლა არ არის. გადასატანიაძალიან დიდი მოცულობით მასალები , მათ შორის უზარმაზარი არქივი, დოკუმენტები, თანამშრომლების პირადი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა და ფაილები, მოსაწესრიგებელია
და აღსაწერია ავეჯი და მოძრავი ქონება, რომელიც ამ შენობაშია. ამ ყველაფერს კი, დრო სჭირდება“,-
განაცხადა ბაქრაძემ.
Internet.ge