საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, საგანგებო შტაბის სხდომა დღეს, მეორედ გამართა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სოფლად მოქალაქეები არ უნდა იყვნენ დაუცველები და დაზარალებულებს კრედიტებთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა შეექმნათ.
“რამდენიმე ათეული სახლი ხელახლაა ასაშენებელი, გასაკეთებელია გზები და სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი. ჩვენი შტაბი მუშაობას აგრძელებს. ჩვენი შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. სტიქიის შედეგად კი, კახეთს უზარმაზარი ზიანი მიადგა, ასობით მილიონზეა ლაპარაკი”,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას, მთავრობა ყველანაირ დახმარებას გაუწევს.
“ძილის და დასვენების დრო არ არის, მთელი ღამის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ და ყველა პრობლემა მოვაგვაროთ. არცერთი ადამინი დღეს ღია ცის ქვეშ არ უნდა დარჩეს”,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge