თელავში ამ წუთებში, მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი
მთავრობის წევრებისგან ანგარიშს ისმენს, რომელსაც მთავრობა სტიქიისგან დაზარალებულ
რეგიონში ატარებს.
სტიქიისაგან დაზარალებულ თელავში გაწმენდითი სამუშაოები კი,
გრძელდება. იქ იმყოფებიან საგანგებო შტაბის წევრები, რეზერვისტები და სამაშველო
სამსახურის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, 1000 რეზერვისტი მოსახლეობის დასახმარებლად რეგიონში
გუშინ ჩავიდა, ისინი დღეს დილიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად
ძლიერი ქარისგან მოგლეჯილ ხეებს ჭრიან და ტერიტორიას ასუფთავებენ.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში აღარ წვიმს.
Internet.ge