საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში ივანიშვილს შეუძლია საჯარო თანანმდებობის პირი გახდეს
მმართველი
გუნდის წევრის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების
შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს არამარტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება,
არამედ, საჯარო თანანმდებობების დაკავების უფლებაც.
როგორც
ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით
საკითხები სამართლებლივია და ის პოლიტიკას
არ უკავშირდება.
„ცვლილებების
შემდეგ, ვინც დაბადებულია საქართველოში, ქვეყანაში
10 წელია ცხოვრობს და არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, უფლება
ექნება იყოს – წარმომადგენლობითი
ორგანოს წევრი, პოლიტიკაში, არჩვნების კანდიდატი და საჯარო თანანმდებობის პირი“, –
დასძინა მან.
internet.ge