გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში შეტაკებების დროს 248 ადამიანი
დაიღუპა. მათ შორის 109 მშვიდობიანი მოქალაქეა. როგორც „ფრანს-პრესი“ იუწყება,
დაღუპულთა შორის სირიის არმიის 93 სამხედრო მოსამსახურეა, 46 კი ბოევიკი.
მეამბოხეებმა ერაყისა და თურქეთის საზღვრებთან განთავსებულ
საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზეც დაამყარეს კონტროლი. როგორც ერაყის შს მინისტრის
მოადგილემ განაცხადა, ყველა სასაზღვრო პოსტი ერაყსა და სირიას შორის სირიის
განმათავისუფლებელი არმიის კონტროლქვეშაა.
ამასთან, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოში
წარდგენილ სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ბაშარ ასადის
მთავრობის მიმართ სანქციების გაფართოებას ისახავდა მიზნად. ამის შემდეგ აშშ-ის
პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ გაერომ ვერ შეძლო
გადაწყვეტილების მიღება და ვაშინგტონი აპირებს იმოქმედოს გაეროს უშიშროების საბჭოს
გვერდის ავლით, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს სირიის რეჟიმს.
Internet.ge