საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრთან ერთად თელავის ქუჩებში
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემები
მათგან მოისმინა.
მთავრობა კახეთში, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის
სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაწყებული მასშტაბური
სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.
Internet.ge