ოპოზიციონერი დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის ნების გამხმოვანებლად გადაიქცა.
როგორც ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი, ცდილობს, რომ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიმღები - უმრავლესობა და უმცირესობა იყოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ, თავის უსამართლო გადაწყვეტილებით, თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენა და ახლა, გამოსავლის პოვნას ცდილობს. ეს არის ხელისუფლების მცდელობა შეინარჩუნოს სახე - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველოს ხელისუფლება რას ხლაფორთობს. ყველა შემთვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გამარჯვებას მიაღწევს“, – დასძინა მან.
Internet.ge